“დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა….ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან”- ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

"დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა....ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან"- ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატიხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი განაჩენმა აჩვენა, რომ დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა:

„ამ განაჩენით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ არის ცნობილი ვინ მოკლა დავით სარალიძე, არ ვიცით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ექსპერტებმა დაადგინეს რომ 5-ვე შემავალი ჭრილობიდან არცერთი არ არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფისგან მიყენებული, ასევე გამართლდა მეორე კანონთანკონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნიც, შესაბამისად დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა რომ პროკურატურას არ ქონდა სწორი პოზიცია, დადგინდა რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცებულებები.“- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.