გიორგი გაბედავა თავის ორგანიზაციას აუქმებს

გიორგი გაბედავა თავის ორგანიზაციას აუქმებსგიორგი გაბედავას განცხადებით, ის მისსავე დაფუძნებულ ორგანიზაციას, საქართველოს ახალგაზრდა ეროვნულ ალიანსს აუქმებს, თავად კი დამოუკიდებელ აქტივისტად რჩება.

“ჟურნალისტები აშუქებდნენ არასწორად, ხან “მარშს” მიმაწერეს, ხან “იდეას”. გავიცანი ახალგაზრდები, რომლებიც არიან აპოლიტიკურები, როგორც მე და რადგან ორგანიზაცია მქონდა, მაინც გადიოდა ეს პოლიტიკურში”- აღნიშნა გაბედავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, გიორგი გაბედავა შსს-ს იმ მაღალჩნოსნების დაკავებას ითხოვს, რომელთა დავალებითაც ის 17 მაისს გამოკითხვაზე ჰყავდათ.

როგორც გაბედავა ამბობს, 17 მაისს სახლში მიმვალი უკანონოდ დააკავეს და 6 საათზე მეტს ხანს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გამოკითხვაზე ჰყავდათ.

გაბედავა მოითხოვს, რომ გამოძიება დაინტერესდეს იმ ადამიანების საქმიანობით, რომლებიც რიგით პოლიციელებს განკარგულებებს აძლევდნენ