გურამ დონაძე სოზარ სუბარს ბრალს დებს – “შენი ბიძაშვილის ბრძანებით დათუნა და ლევანი ხორავას ქუჩის ფარდულში დაკლეს… და სუბელიანი ხელშეუხებლობის გარანტიას შენგან იღებდა”

გურამ დონაძე სოზარ სუბარს ბრალს დებს -  "შენი ბიძაშვილის ბრძანებით დათუნა და ლევანი ხორავას ქუჩის ფარდულში დაკლეს... და სუბელიანი ხელშეუხებლობის გარანტიას შენგან იღებდა"გურამ დონაძე სოზარ სუბარს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში, დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დონაზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“სოზარ სუბარო მოგიბრუნდა უკან რასაც მე მეძახდი წლების წინ….

თუმცა მე მკვლელი არ აღმოვჩნდი, მაგრამ შენ ნამდვილად ხარ მკვლელი.

თუ არ ხარ მაშინ გაასაჯაროვე შენი და შენი ბიძის სატელეფონო დეტალურები იმ დღის, როცა შენი ალალი ბიძის შვილის ბრძანებით დათუნა და ლევანი ხორავას ქუჩის ფარდულში ღორებივით დაკლეს და ვნახავთ გირეკავდა თუ არა პირად ტელეფონზე ყოველ წუთას იმ დღეს პროკურორი მირზა სუბელიანი და გითანხმებდა თუ არა თუ როგორ მალავდა დანაშაულის შესახებ მთავარ დეტალებს და რომ მომხდარი დანაშაულს კვალს ისე აურევდა, რომ მკვლელობის დაკვეთს მის შვილს სუფთას დატოვებდა…. დიახ სწორედ შენგან იღებდა პროკურორი სუბელიანი მის შვილზე სამთავრობო ხელშეუხებლობის გარანტიას და თან მუდმივად გახსენებდა… “სოზარ ხო იცი ბავშვს დამიჭერთ, ვანოს კადრები მაქვს”… (ზ. კუპრავას ინფორმაციით)

სუბარო სანამ ოპოზიციაში ეგდე გაიხსენე როგორ იხევდი ტანზე შემთხვევით თუ სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილთა სულებს და იყენებდი მათ ოჯახებს მხოლოდდამხოლოდ შენი ბინძური და დაუბანელი უკანალის დასადებად სამთავრობო სკამისთვის. ამიტომ ხარ უდიდესი ნაძირალა და არაკაცი !!!” – წერს გურამ დონაძე ფეისბუქის გვერდზე.

ნიუპოსტი