ინგა გრიგოლია – ”კამერების წინ ვაცხადებ, რომ ჩემს თავს თავად დავიცავ!”

ინგა გრიგოლია - ”კამერების წინ ვაცხადებ, რომ ჩემს თავს თავად დავიცავ!”ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შსს-ს მთავარ სამმართველოში მივიდა. ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც მის მიმართ მუქარას ახორციელებს, კანონმა ვერ გააკავა. ამიტომ, ჟურნალისტის განცხადებით, ის იძულებული გახდა ამ ფაქტის შესახებ ღიად, სოციალურ ქსელში დაეწერა, რის მერეც გრიგოლია სამართალდამცავ უწყებაში დაიბარეს.

ჟურნალისტის თქმით, მისთვის გაუგებარია სამართალდამცავი უწყების პოზიცია.

– მე მთელი ეს წლები პოლიციამ ვერ დამიცვა. მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო – დამიცავს პოლიცია თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო… მანამდე სრულიად უშედეგო იყო ჩემს მიერ დაწერილი განცხადების შედეგი. ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და თავადაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, იცის ყველაფერი ჩემს შესახებ. მან იცის ჩემი მშობლების სახლი, ვარ მართლა მძაფრსიუჟეტიან ფილმში, რომელიც არ მეგონა, თუ დამემართებოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ ეხლა მაინც როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამე რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი დავის დაცვაზე, არ მჭირდება ბოდიგარდები და მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე…

თუმცა ჩვენ ყოველდღე ვაშუქებთ ძალადობის თემებს და შეიძლება ვინმე ასევე გამისწორდეს. მე მაინტერესებს ერთადერთი რამ – დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ! რა უნდა ქნას ჩემმა მეზობელმა სოფელში, რომელსაც ისიც არ შეუძლია, რომ პოსტი დაწეროს და დაცვა მოითხოვოს? ან ტელეეთერით ისარგებლოს… არასოდეს ამ თემაზე მე ჩემი გადაცემით არ მისარგებლია, ვაკეთებდი ყოველთვის სხვა ქალებზე, თუმცა ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცის, რომ როცა მე ძალადობის თემას ვაკეთებდი, მქონდა მძაფრი რეაქცია, რადგან ჩემს თავს ეს გაუგებარი ისტორია ხდება. გუშინ როცა ეს პოსტი დავწერე, გამომეხმაურა შს სამინისტრო და ვნახოთ, რა რეაგირება ექნებათ… “ – აცხადებს ინგა გრიგოლია.

ნიუპოსტი