ირაკლი კობახიძე დღევანდელ განაჩენზე: აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი

ირაკლი კობახიძე დღევანდელ განაჩენზე: აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანითბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ განაჩენს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, როდესაც ორი ბავშვია მოკლული, ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

„საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მისი მტკიცებულებები. შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე განაჩენის გასაჩივრებას და მინდა, დიდი იმედი გამოთქვა, რომ საერთო ჯამში მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. როდესაც ორი ადამიანი, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან განსხვავებით აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და საბოლოოდ უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია აპრიორი ერთ მხარეს ნდობის გამოცხადეს და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რეალურად რაშია საქმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.