ირაკლი შოთაძე გადადგა

ირაკლი შოთაძე გადადგასაქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა.

შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელეობის საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.