ისტორიული გამარჯვება – ტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა დაამარცხა

ისტორიული გამარჯვება - ტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა დაამარცხატოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანში ჰაკუჰომ იმარჯვა.

ბრძოლა მონღოლი იოკოძუნას იერიშით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა მეტოქის მიძალების მოგერიება მოახერხა. ორივე სეკიტორიმ მავაშში ჩავლება აიღო და ერთწუთიანი დაძაბული დაპირისპირება დაიწყო. ლევანი მეტოქეს რამდენჯერმე მიაწვა, თუმცა ჰაკუჰო თავს კარგად იცავდა. შეხვედრის მიწურულს ჰაკუჰომ იერიში სცადა, რომელსაც ტოჩინოშინი მომზადებული დახვდა და იოკოძუნა დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღგმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).

ლევანი გაზაფხულის ბაშოს მარცხის გარეშე ლიდერობს (12:0).