კახა ოქრიაშვილი: „უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის სრული ლეგალიზება“

კახა ოქრიაშვილი: „უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის სრული ლეგალიზება“„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა:

„წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზება უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული, უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული. ასევე უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს ოთხი პუნქტი მაქვს ჩამოყალიბებული და მერე ვნახოთ რა იქნება”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.