ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს

ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებსმიუნხენის ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლევანდოვსკიმ თავის აგენტს სთხოვა რომ მას ახალი გუნდი მოუძებნოს.

პოლონელი ფორვარდის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ლევანდოვსკი კარიერას. აღსანიშნავია ისიც რომ თვითონ ლევანდოვსკის არ დაუდასტურებია ის ინფორმაცია რომ მას ბაიერნიდან წასვლა სურს.

ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, მანამდე კი მან სახელი დორტმუნდის ბორუსიაში გაითქვა.