ლუკას მურუსიძე – “ტაქსისტმა თმებში ჩამავლო ხელი, დამიღრიალა, სექსი გინდაო და სასქესო ორგანოსაკენ წაიღო ხელი…”

ლუკას მურუსიძე - "ტაქსისტმა თმებში ჩამავლო ხელი, დამიღრიალა, სექსი გინდაო და სასქესო ორგანოსაკენ წაიღო ხელი..."სოციალურ ქსელში ლუკას მურუსიძე ტაქსის მძღოლზე წერს და საზოგადოებას აფთხილებს.

“უკვე ძალიან დიდიხანია მინდა ამის გახმაურება და იმედი მაქვს, რაიმე შედეგი მოყვება. ესე იგი, სამსახურის გამო, მიწევს გვიან სახლში დაბრუნება და ძირითადად, ტაქსითი მგზავრობა, რაც უკვე მეშინია კიდეც. მიზეზი კი ისაა, რომ ყოველი მეორე ტაქსისტი ცდილობს ჩემზე და არამარტო სექსუალური ძალადობით სარგებლობას. ბოლო შემთხვევა კი დღეს მოხდა. როდესაც რუსთაველზე გავაჩერე ტაქსი, ჩვეულებრივად ვუთხარი დანიშნულების ადგილი, ჩავჯექი და დაიწყო ეს ამაზრზენი მგზავრობა. ცოტახანში მან დამიწყო კითხვების დასმა, თუ საიდან მოვდიოდი გვიან ღამით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხები იყო ძალიან მოკლე, რადგან დაღლილი ვიყავი, რაც შეიძლება მალე მსურდა სახლში მივსულიყავი. თან სურვილი არ მქონდა, მის კითხვებზე, პასუხი გამეცა და ბოდიშის მოხდის შემდეგ, ყურსასმენი გავიკეთე, ცოტახანში, მან ძალით წამაძრო ყურსასმენი და დამიღრიალა, რომ გეკითხები მიპასუხეო! რომ ვიკითხე თუ რა ხდებოდა, მიპასუხა მშვიდი ტონით: ჩემთან სახლში მიგიყვან და სექსი გინდაო? ჩემთვის არ იყო პირველი შემთხვევა და როგორც უკვე გამოცდილმა, მსგავსი სიტუაციებისადმი, ვუპასუხე, რომ სასწარაფოდ გაეჩერებინა მანქანა. მან უფრო მოუმატა სიჩქარეს და თქვა, რომ ძალიან უნდოდა და რომ მეც მომეწონებოდს ( ამ დროს თავის სასქესო ორგანოსაკენ წაიღო ხელი ). მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ თუ არ გააჩერებდა მანქანას, პოლიციას გამოვიძახებ და „დაგენძრევათქო!“ ამ სიტყვების შემდეგ, სადღაც გადაუხვია, გააჩერა, მკლავზე ხელი ჩამავლო და მიღრიალა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, მომკლავდა და რასაკვირველია დანა ამოიღო, რომლითაც დამემუქრა. შემდეგ მშვიდად ხელის ფათური დაიწყო, ხოლო მე, წარმოიდგინეთ და ვერც კი ვცდილობდი მანქანიდან გადმოსვლას, რადგან მას, ძლიერად ეჭირა ჩემი მკლავი და მახსოვდა დანა. როგორც იქნა, ვცადე გადმოსვლა, ყვირილი დავიწყე, იდაყვით შევეცადე ფანჯრის ჩალეწვა, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც უფრო გაბრაზდა და თმებში ჩამავლო ხელი, შეშლილივით წარმოთქვა, რომ გავჩერებულიყავი და წყნარად გადავთრეულიყავი მანქანიდან, ამას კი გინება და ათასი, არაცენზურული სლოგანი მოაყოლა. რაც შემეძლო სწრაფი ტემპით, ჩანთას ჩავავლე ხელი და რასაც ქვია, გადმოვხტი მანქანიდან. მომაძახა, რომ თუ რაიმე სახით, შევეცდებოდი ამ ამბის გამხაურებას, ის მიპოვიდა და მუქარას აღასრულებდა… ალბათ მიხვდებით. მოკლედ, ეს პირველი შემთხვევა არაა, ამ თვეში უკვე მეშვიდეა და ალბათ, ვერც დავითვლი სულ, ჯამურად რამდენი იყო და კიდევ რამდენი იქნება…
და ძაიან დიდი თხოვნაა რომ გააზიაროთ რათა ხალხმა ნახოს დაე იქნებ ბოლო მოეღოს ამ ძალადობრივ ფაქტებს!
#არაძალადობას #შეწყდეს #სირხვილია ” – წერს მურუსიძე.

ნიუპოსტი