მარიამ შენგელია – “თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ სერიოზული არაფერია”

მარიამ შენგელია - "თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ სერიოზული არაფერია"ზუგდიდელი მარიამ შენგელია უკვე მეორე წელია, “იქს ფაქტორის” მონაწილეა, შარშანდელი გამოცდილება წელს გამოადგა, ათეულის შემდეგ წარმატებით გადალახა სკამების ტური და ბავშვების კატეგორიის ორი წევრიდან, ერთი სწორედ ისაა. მარიამს კონკურსის გამო თბილისში მოუხდა გადმოსვლა, 16 წლის გოგონა მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.

– 16 წლის ვარ, ბავშვობა თბილისში გავატარე, მაგრამ 10 წლის ასაკში ჩემი ოჯახი ზუგდიდში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ იქით ვართ. მყავს დედა, მამა, უმცროსი – 13 წლის ძმა და ბებო. სკოლაში ზუგდიდში დავდივარ, მაგრამ “იქს ფაქტორის” გამო, ახლა აქეთ მომიწია გადმოსვლამ.

– თბილისში ვისთან ცხოვრობ?
– მამაც აქაა, მაგრამ მე მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ.

– 16 წლისას ერთი ქალაქიდან მეორეში გადმოსვლა და ფაქტობრივად მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდა?
– კი, აქ არავის ვიცნობ, თბილისი დიდი ქალაქია, მიჭირს გადაადგილებაც, მაგრამ ვეჩვევი ნელ-ნელა. სახლშიც, რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებ, მიყვარს ფუსფუსი.

– კონკურსის გამო თბილისში მოგიწია გადმოსვლამ, ალბათ დედა და ძმა გენატრება, ახერხებენ ხოლმე ჩამოსვლას?..
– ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ყველა გამოსვლისას დარბაზში არიან და მგულშემატკივრობენ, ამით ძალიან დიდ სტიმულს მაძლევენ.

– “იქს ფაქტორში” რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?
– მე შარშანაც მივიღე მონაწილეობა “იქს ფაქტორში”, მაგრამ მაშინ მხოლოდ ათეულში მოვხვდი, სამაგიეროდ, დიდი გამოცდილება მივიღე, რაც წელს უკვე ძალიან დამეხმარა და გამომადგა. შარშანაც და წელსაც მამას რჩევით გავედი, მამა ჩემი დიდი გულშემტკივარია. 4 სკამის ტური ძალიან რთული იყო, ბოლო, მეათე გამომსვლელი ვიყავი, სალომე ჩავანაცვლე, რამაც ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. შემდეგ უკვე ორი სკამის ტურზე გადავლახე სირთულეები და საბედნიეროდ, ჯერ ისევ კონკურსში ვარ.

– მარიამ, მუსიკალური განათლება გაქვს?
– ზუგდიდში რომ გადავედი, ზუგდიდის ბიგ-ბენდმა ამიყვანა სოლისტად, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა და მიხარია, რომ მათი წევრი ვარ.

– შენს მენტორზე გვითხარი, როგორია ნანიკო კადრს მიღმა?
– არაჩვეულებრივი, თბილი, მოსიყვარულე. ჟიურის ყველა წევრი ძალიან თბილია, პროფესიონალები არიან და იციან, როგორ უნდა მიუდგნენ თითოეულ მონაწილეს.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში “იქს ფაქტორში” გამოსვლის შემდეგ?
– ბევრი რამ, უპირველესად ის, რომ ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქუჩაში მცნობენ, მაჩერებენ, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, რაც ძალიან მახარებს.

– ლამაზი გოგო ხარ, კარგადაც მღერი, ვერ დავიჯერებ, რომ თაყვანისმცემლები არ გყავდეს…
– (იღიმის) კი, მყავს, მაგრამ სერიოზული ამ მხრივ არაფერია.

– მარიამ, ახლა მეათე კლასს ასრულებ, სამომავლო პროფესიად რის არჩევას ფიქრობ?
– პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ სკოლა ძალიან მიწყობს ხელს, ზუგდიდან თბილისში ვერ ვივლიდი ვერანაირად, ამიტომ ყველანაირად მეხმარება, რომ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ მომღერლობა მინდა, ალბათ კონსერვატორიაში გავაგრძელებ სწავლას, ზუსტად ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.

ციცი ომანიძე, მშობლები