მარსელო: ”ვაღიარებ რომ ბურთი ხელში მომხვდა”

მარსელო: ”ვაღიარებ რომ ბურთი ხელში მომხვდა”მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ აღიარა რომ ბაიერნთან შეხვედრის დროს მას საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ მარსელოს აზრით ამ მომენტს მატჩის ბედზე გავლენა არ მოუხდენია:

”ბურთი ხელში ნამდვილად მომხვდა, ამიტომ მსაჯს შეეძლო პენალტის დანიშვნა. ზოგადად მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ და ვთვლი რომ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ზედიზედ მესამედ ფინალში თამაში უდიდესი წარმატებაა”–განაცხადა მარსელომ.

რეალის და ბაიერნის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ეს შედეგი რეალს აძლევდა ხელს, რომელიც ზედიზედ მესამედ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას.