მაურო იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

მაურო იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩაარგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ამ სიაში ვერ მოხვდა მილანის ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი.

იკარდიმ იტალიის ჩემპიონატში 29 გოლი გაიტანა, მაგრამ ხორხე სამპაოლი მას არასდროს წყალობდა და საბოლოოდ იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

იკარდის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს ევერ ბანეგაც, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად იყო ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ როგორც ჩანს სამპაოლი მას აღარ ენდობა.