მიწისძვრა პოლონეთში – შახტის ჩამონგრევას 2 ადამიანი შეეწირა

მიწისძვრა პოლონეთში - შახტის ჩამონგრევას 2 ადამიანი შეეწირაპოლონეთში მიწისძვრამ ნახშირის შახტში ნგრევა გამოიწვია.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მაშველები ამ დრომდე 3 დაკარგულ მეშახტეს ეძებენ.

მიწისძვრის დროს 900 მეტრის სიღრმეზე სულ 7 ადამიანი იყო დარჩენილი.

აქედან ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

შახტთან იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.