ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვა – დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ, მოსამართლემ პროკურატურას გეგელაშვილის შვილზე ზრუნვა დაავალა

ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვა - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ, მოსამართლემ პროკურატურას გეგელაშვილის შვილზე ზრუნვა დაავალათბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გასაღების ფაქტზე დაკავებულებს, 27 წლის ნინო გეგელაშვილსა და მის მეგობარ მამაკაცს, 24 წლის გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულ გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ხოლი ნინო გეგელაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურორს დაავალა, ბრალდებულ ნინო გეგელაშვილის მცირეწლოვანი შვილი დაკავებულის ნათესავებს ან შესაბამის სამსახურს გადასცეს, რათა მასზე იზრუნონ.