ნიკა გვარამია – “ყველაზე განთქმულმა სამეფო ოჯახმა დაასრულა რასიზმის ისტორია”

ნიკა გვარამია ქორწილს სამეფო ოჯახში ასე გამოეხმაურა:

“აი ასე – ყველაზე განთქმულმა სამეფო ოჯახმა დაასრულა რასიზმის ისტორია. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის მმართველმა ოჯახმა საკუთარი მაგალითით დასცინა ყველა ჯურის რასისტს და ფაშისტს.

ამ ფონზე, ქართული სამეფო ოჯახის და მისი ჩოხოსანი თუ ანაფოროსანი ამალის რასისტული სელექციონერობა “სადედოფლოს” არჩევაში და ფაშისტების ღია მხარდაჭერა ისევე უბადრუკად გამოიყურება, როგორც ბრიტანეთის უკიდეგანო იმპერიასთან შედარებით, ქართველი საბჭოთა ისტორიოგრაფების მიერ გამოგონილი “ქართული იმპერიალიზმი”, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი და მეტნაკლები მასშტაბის სამეფო სასახლეც კი არ დაუტოვებია ისტორიულ მემკვიდრეობად.”

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018