ნიკოლ პაშინიანი – ”ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩვენი საბედისწერო შეცდომა იყო”

ნიკოლ პაშინიანი - ”ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩვენი საბედისწერო შეცდომა იყო”სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ბაგრამიანის ბატალიონი და  მისი მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები.
ბაგრამიანის ბატალიონი იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია “კრუნკის” ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.
გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილე გახდა, 1992 წლის 15 აგვისტოს 200 სომეხი მზად იყო საომრად. მათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გუდაუთის რაიონის სოფ. შიცკვარაში (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში).
ბაგრამიანის ბატალიონში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რაიონებსა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები. აღნიშნულმა ბატალიონმა თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.
განსაკუთრებულად “გამოიჩინა” თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წლის მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული, რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. ეს ბატალიონი აგრეთვე აქტიურობდა  სოხუმის რაიონ სოფ. ცუგუროვკავთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.
სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც: პირველ მსროლელთა, მეორე მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის, ეშერა-ათონის, ბიჭვინთის, გაგრის ასეულში “აძაფშ”.
სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1.500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა.
სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.

ოდიშინიუსი