ნიკოლ პაშინიანი: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან

ნიკოლ პაშინიანი: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიანრუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.

„ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, – აღნიშნა პაშინიანმა.

ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთადერთი პრეტენდენტი ნიკოლ პაშინიანია. მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა. პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის პაშინიანმა 105-ადგილიან პარლამენტში 53 ხმა უნდა მიიღოს.