ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიესსომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.