ნინო გეგელაშვილი – “ძალიან მეშინია”

ნინო გეგელაშვილი - "ძალიან მეშინია"ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე ბრალდებულების, 27 წლის ნინო გეგელაშვილისა და 24 წლის გიორგი გოგებაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში.მოსამართლე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ერთ საათზე მეტია რაც მსჯელობს.

ბრალდებულებს სხდომაზე პოზიცია არ გამოუთქვამს. მხოლოდ ნინო გეგელაშვილმა მცირე რეპლიკით მიმართა დარბაზში მყოფ ახლობელს: „ძალიან მეშინია“.

შეგახსენებთ, ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა და ინტერნეტის მეშვეობით გასაღება ედებათ. გიორგი გოგებაშვილი ბრალს არ აღიარებს, ნინო გეგელაშვილი კი წაყენებული ბრალდების ნაწილს ეთანხმება.

დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი