პაულინიომ ტრავმა მიიღო

პაულინიომ ტრავმა მიიღობრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ძირითადმა ფეხბურთელმა პაულინიომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. პაულინიომ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ის მოედანზე გასვლას.

პაულინიოს არყოფნა ბრაზილიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის მუდმივად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში.

პაულინიო შარშან გახდა ბარსელონას მოთამაშე და წლევანდელი სეზონი მან საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველა ტურნირში მის ანგარიშზე 11 გატანილი გოლია.