პეტრე კოლხი: „მე ბავშვობაში მოვკვდი, მაგრამ მკვდარ სახეზე ღიმილი შემრჩა!“

პეტრე კოლხი: „მე ბავშვობაში მოვკვდი, მაგრამ მკვდარ სახეზე ღიმილი შემრჩა!“სოციალურ ქსელ Facebook-ზე პეტრე კოლხი ბავშვობაზე წერს:

„ამბავი იყო…

სიბრაზისგან კედელზე მინარცხებული სათამაშოს ამბავი…

აი, მაშინ, ბავშვობაში რომ გადამხდა…

ბავშვობაში თუ, როგორც არის… იმ ასაკში ბავშვობას რომ ეძახიან, თორემ სადღა იყო ბავშვობა…

თუ იყო, იმ სათამაშოსავით დაისმხვრა, მშობლების გაბრაზებას რომ შეეწირა…

ვიმალებოდი, მაგიდის ქვეშ, საწოლის ქვეშ, სახლის უკან, ყველგან ვიმალებოდი… რაც არასდროს გამომდიოდა, საკუთარი თავისგან დამალვა იყო…

ყველაზე ზუსტად წიგნებში, ჩემზე ტრაგიკულ ისტორიებში, ჩემზე გულნატკენ ლექსებში ვიმალებოდი…

…და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე…

არასდროს მთავრდებოდა, სხვა რომ დაწყებულიყო…

ადრე უსიყვარულობას, აგრესიას, ძალადობას ვემალებოდი…

…და ისე ნამდვილად შევითვისე დამალობანას თამაში, ახლა სიყვარულსაც ვემალები ქუჩებში, ბაღებში, ტაძრის შესასვლელთან…

მე ბავშვობაში მოვკვდი, მაგრამ მკვდარ სახეზე ღიმილი შემრჩა!“