ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა – დაკავებულია 1 პირი – ვიდეო

ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა - დაკავებულია 1 პირი - ვიდეოქვემო ფონიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სამართალდამცავებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. სამართალდამცავებმა დამრღვევი მძღოლი დააჯარიმეს, მას მოუწოდეს რომ გადმოსულიყო მანქანიდან და სახლში სხვა ავტომობილით წასულიყო რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მალევე შეგროვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, პოლოციასა და მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რასაც ადგილობრივების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

პოლიციელებმა წინააღმდეგობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ინფორუსთავი

https://www.facebook.com/inforustavi/videos/1006178726198739/