პოლიციამ გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა

პოლიციამ გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანასამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გია კორკოტაშვილი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს. ამ დროისთვის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან „ქართული მისიის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი შსს-ს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ როგორც გია კორკოტაშვილი, ასევე სხვა პირები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული მისიის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს, „აღნიშნული დაკავება ერთგვარ გარიგებას უკავშირდება, რომელიც შს სამინისტროსა და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“.