პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვასაქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი დებატების საშუალებას ითხოვდა.

გარეთ გამოსულმა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

– გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ, ბუნებრივია რომ მქონდეს დებატების საშუალება, პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას როცა პარლამენტი მიკრძალავს, შინაარსს ვერ ვხედავ დასწრების, ველოდები რომ პარლამენტი მომცემს საშუალებას დებატებში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან, არსად არ წერია რეგლამენტში რომ პრეზიდენტს არ აქვს პასუხის გაცემის უფლება.

ნიუპოსტი