„ქართული მარშის“ ექვსივე წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – ხმაური დარბაზში

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - ხმაური დარბაზში„ქართული მარშის“ ექვსივე წევრი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნაკლებად მძიმე ღონისძიებით არ ჩაუნაცვლა.

მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია. „ქართული მარშის“ წევრებმა მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოში ავტომობილში მყოფ ჟრნალისტ გიორგი გაბუნიასა და იურისტ თამთა მურადაშვილს გზა გადაუკეტეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დააზიანეს მურადაშვილის კუთვნილი ავტომობილი, ისინი გიორგი გაბუნიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

ნიუპოსტი