რომან გოცირიძე – ”მთავრობამ ეროვნული ბანკი ფეხქვეშ გაიგდო”

რომან გოცირიძე - ”მთავრობამ ეროვნული ბანკი ფეხქვეშ გაიგდო”რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

”ფინანსთა მინისტრი აანონსებს ინიციატივებს საბანკო და სალომბარდო სფეროში, რომელიც არის ეროვნული ბანკის პირდაპირი რეგულირების სფერო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეროვნული ბანკი და მისი ახალი ხელმძღვანელბა ფეხქვეშ გაიგდო მთავრობამ.
ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ეროვნული ბანკი სარგებლობდა საკმაო დამოუკიდებლობით და ძალიან ცუდია, რომ ბანკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ვერ გააგრძელა ეს ტრადიცია.”