რომან გოცირიძე – ”ქართული ოცნება ბურიდანის ვირია”

რომან გოცირიძე - ”ქართული ოცნება ბურიდანის ვირია”გუშინ რომან გოცირიძემ ფეისბუქში პოსტი დადო და შესაბამისი ფოტოც მიაყოლა ზედ:

”ქართული ოცნება-ბურიდანის ვირი:)
პარტია, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს. ასე მოხდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც-ვერ მიიღო გადაწყვეტილება ორ ალტერნატიულს შორის. მარცხნივ ცვლილებების მსურველი მეამბოხე ახალგაზრდობა, მარჯვნივ- კლერიკალი ძველისმომხრეები და მივიღეთ ბურიდანის პარადოქსი.
თუ რა მოუვიდა საწყალ ბურიდანის ვირს, კარგადაა ცნობილი: ორი თანაბარი ზვინიდან ვერ ამოირჩია, თუ რომელი შეეჭამა და შიმშილით მოკვდა ?”