რუსეთმა გორი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა აგვისტოს ომში

რუსეთმა გორი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა აგვისტოს ომშირუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა სათათბიროდ გავა და სავარაუდოდ, მსოფლიოს ეტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ასობით მტკიცებულებით დგინდება, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რასაც საერთაშორისო სასამართლო კრძალავს. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რუსეთმა ორი ტიპის ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე, აკრძალულ ზონაში – დასახლებულ პუნქტში გამოიყენა. ერთ-ერთი ფაქტი 12 აგვისტოს, გორში მოხდა – მაშინ საქართველოს ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადი უკვე გაკეთებული ჰქონდა და ჯარი თბილისთან იდგა, გორში კი მხოლოდ სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები იყვნენ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო სასამართლოში რადარის ჩანაწერებს წარადგენს, რომლებზეც ასახულია, რამდენად აკონტროლებდა რუსეთის ფედერაცია საქართველოს საჰაერო სივრცეს, მათ შორის ნაჩვენები იქნება რუსეთის სამხედრო საჰაერო თვითმფრინავების საქართველოში შემოფრენები. ეს ნიშნავს, რომ ის რაც მაშინ საქართველოში მოხდა, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე.

23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა გაიმართება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლები თავიანთი გუნდური მუშაობის შედეგებს დაიცავენ.

იმედინიუსი