რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მკვდრეთით აღდგა! – ”ეს იყო მკვლელობის ინსცენირება რუსული სპეცსამსახურების გამოსავლენად” – ვიდეო

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მკვდრეთით აღდგა! - ”ეს იყო მკვლელობის ინსცენირება რუსული სპეცსამსახურების გამოსავლენად” - ვიდეორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია!

იგი უკრაინის უშიშროების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე მივიდა.

უშიშროების სამსახურის განცხადებით, ეს იყო მკვლელობის ინსცენირება-სპეცოპერაცია, რომელიც სპეცსამსახურებს დაეხმარა რუსეთის აგენტურული ქსელი გამოევლინა და თავიდან აეცილებინა ცინიკური ოპერაცია, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობასა და მისი უკრაინისთვის გადაბრალებას ისახავდა მიზნად.

როგორც უკრაინის უშიშროების მინისტრმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა, მათ შეიტყვეს, რომ მზადდებოდა ბაბჩენკოს მკვლელობა და ამის თავიდან აცილება მოახერხეს.

მკვლელობის დაგეგმვა გრიცაკმა რუსულ სპეცსამსახურებს დააბრალა.

– დაახლოებით სამი საათის წინ ჩვენ კიევში დავაკავეთ ამ დანაშაულის ორგანიზატორი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის მიმართ, ტარდება მისი სახლის ჩხრეკვა, – განაცხადა გრიცაკმა.

ბრიფინგზე არკადი ბაბჩენკომ უკრაინის უშიშროებას მადლობა გადაუხადა მისი გადარჩენისთვის და ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც მისი სიკვდილის ცნობამ გული დასწყვიტა.

კიევში მოკლეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო