სალაჰს რამოსზე საუბარი არ უნდა

 

სალაჰს რამოსზე საუბარი არ უნდამოჰამედ სალაჰი ჟურნალისტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამოიჭირეს და რამოსთან მომხდარ ეპიზოდზე კითხვა დაუსვეს, მაგრამ სალაჰმა მათ ყურადღება არ მიაქცია და თქვა რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

სალაჰი გაბრაზებულია რეალზე და ფინალის შემდეგ მან განაცხადა რომ რეალში არასოდეს ითამაშებს. შეგახსენებთ რომ მატჩის პირველ ტაიმში სალაჰმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია.

ბევრი ფიქრობს რომ რამოსმა სპეციალურად მიაყენა სალაჰს ტრავმა და როგორც ჩანს თვითონ ფეხბურთელიც ასე თვლის.