,,შეწყდეს ლიბერასტული მმართველობა, 17 მაისს რუსთაველზე არ გავატარებთ” – ,,ქართული მარშის” აქცია

,,შეწყდეს ლიბერასტული მმართველობა, 17 მაისს რუსთაველზე არ გავატარებთ" - ,,ქართული მარშის" აქცია“ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.
როგორც “ნიუპოსტს” აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ისინი 17 მაისამდე მოქმედებების შეჩერებას არ აპირებენ.
ბრეგაძე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ აქციის შეწყვეტას სწორედ “ქართველი ხალხის მოთხოვნას” უკავშირებს.
– გვინდა უბრალოდ გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი ფორმით დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერასტული მმართველობა, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა შეწყდეს , – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც შეეხება 17 მაისს დაგეგმილ აქციას, ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთაველზე “განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს” არ გაატარებს.

ნიუპოსტი