შოთაძე: მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე

შოთაძე: მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე– მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე – ეს განცხადება, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გააკეთა. ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს და პრეტენზიებს უპასუხა.
„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე. თუმცა საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი ამ ეტაპზე, რისი გაკეთებაც სამართლებრივად შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული საქმე ეხება არასრულწლოვნებს, შესაბამისად, კანონით დადგენილია შეზღუდული 40-დღიანი ვადა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა 40 დღის განმავლობაში.
„40 დღე, როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ეს ვადა ვერ გაგრძელდებოდა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოში გადაიგზავნა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ველოდებოდით განხილვის შედეგებს. ეს პროცესი გრძელდება, არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმსაჯულების პროცესი აღსრულდეს. არ დარჩეს კითხვის ნიშნები წარმოებული მართლმსაჯულების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.