ურეკში მცირე სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი დიდ სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ურეკში მცირე სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი დიდ სატვირთოს დაეჯახა - დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაციურეკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.