„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ“ – კობახიძე ნარკოპოლიტიკის კანონზე

„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ“ - კობახიძე ნარკოპოლიტიკის კანონზენარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი – შეთანხმებისთვის საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტში მსჯელობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება:

„ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ერთი თვე იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის შესაბამისად დრო ბევრი არ არის დარჩენილი თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელ შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.