ზიდანი: ”რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის”

ზიდანი: ”რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის. რონალდუმ ბარსელონასთან მიიღო მცირე ტრავმა და მეორე ტაიმში ის მარკო ასენსიომ შევცალა. ზიდანის თქმით ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რონალდუ სრულ მზადყოფნაში იქნება:

”რონალდუმ ტრავმა მიიღო, ამიტომ ის ერთი კვირა დაისვენებს, რაც ნორმალურია. სადარდებელი არ გვაქვს, რადგან ფინალში კრიშტიანო აუცილებლად ითამაშებს”–განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება.