ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა

ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვაზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ ის თანამდებობას ტოვებს და მომავალ წელს რეალის მწვრთნელი აღარ იქნება. ზიდანმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა რომ მას ცვლილებები სჭირდება და რეალში მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა:

”სამი დიდებული წლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდს დავემშვიდობო, რადგან რეალს ახალი სისხლი სჭირდება. რეალი ყოველთვის ძალიან მეყვარება და შესაძლოა ოდესმე დავბრუნდე კიდეც”–განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ასევე გააკეთა კომენტარი და თქვა რომ მისთვის ზიდანის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო: ”ძალიან გამიკვირდა ზიდანის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ მას პატივს ვცემ და მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავალ. ზიზუ ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება”–განაცხადა პერესმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ზიდანის პოსტს და ვინ გახდება რეალის ახალი მწვრთნელი.