ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავესზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე – ძალადობის და 150-ე – იძულების მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს გუშინ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები კერძო სადგურების დახურვას მოითხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციებს მართავენ.