ანდრეს ინიესტა სექტემბერში ნაკრებიდან წავა

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეს ინიესტა სექტემბერში ნაკრებიდან წავა. ეს ინფორმაცია ინიესტამ ოფიციალურად დაადასტურა. ასევე ცნობილი გახდა რომ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდება და ეს იქნება ინიესტას ბოლო მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით.

ინიესტა 12 წელია ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს და ამ ხნის მანძილზე მან ნაკრებთან ერთად უამრავი შეხვედრა ჩაატარა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო, როდესაც ინიესტამ ერთადერთი გოლი გაიტანა და ესპანელებს ნანატრი ტიტული აჩუქა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018