ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს და ბარსელონაში არ გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანმა ახლობლებს უთხრა რომ ის დარჩენას აპირებს.

გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონაში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო მომენტში თვითონ ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

გრიზმანს ატლეტიკოში დარჩენა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმაც დიდიე დეშამმაც ურჩია, რომლის აზრით გრიზმანი ბარსელონაში ლიდერი ვერ გახდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018