„აქეთ მიყენებენ ულტიმატუმებს უკვე?“ – სარალიძე პრემიერთან შეხვედრას მაჩალიკაშვილისა და სხვა შვილმოკლული მშობლების გარეშე არ აპირებს

მთავრობის კანცელარიასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მივიდა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი გიორგი კვირიკაშვილს საზოგადოების წარმომადგენლების გარეშე არ შეხვდება:

„ვაპირებ შესვლას, პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, რატომ არ ახსენებთ მაჩალიკაშვილს, მარტო პოლიტიკას რომ იძახით ეს ჟურნალისტები? რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა? გასაგებად ვთქვი. ულტიმატუმებს აქეთ მიყენებნ უკვე, კაცო? თქვენი ბრალია ყველაფერი, სიმართლე თუ გინდათ. ყველაფერს განვიხილავთ ადგილზე, ჩვენ შევდივართ ადამიანები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა შვილმოკლული მშობელი, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ, აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ, ჩემს გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი, მარტო არ შევხვდები რა თქმა უნდა, ექვსი თვე მაგათ ვეხვეწე, ვემუდარე. დაველოდები ერთი საათი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018