მასობრივი მოწამვლა ბათუმში – ქორწილში 100-მდე სტუმარი მოიწამლა

 ძლიერი ინტოქსიკაციით ასამდე ადამიანი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულები საქორწინო წვეულების სტუმრები არიან. ისინი  სარიტუალო დარბაზ “კახაბერში” იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოებში ამ დრომდე განაგრძობს. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ერთ-ერთი მათგანი დედათა და ბავშვია ცენტრშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ყველა პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს-ცხელება, პირღებინება და დიარეა. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.  ინფორმაციას “რუსთვი2” ავრცელებს.

„ჩემი შვილიც მოიწამლა. ბათუმში სადმე თუ საავადმყოფო იყო, ყველგან გვყავდა მიყვანილი. ყველგან ავადმყოფები იყვნენ. იმდენად ცუდად ვიყავი ვერც კი მოვახერხე ვინმეს დავკავშირებოდი, იქნებ რამეში დაგვხმარებოდა. დარბაზს რომ მივმართე ჩემი აქ მოწამლული არავინ არ არისო მითხრა. როცა ასი კაცი იწამლება, ერთი სახის რაღაცით არ არის მოწამლული ადამიანი. გაურკვეველია ვინ რა მიირთვა, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებული.

metronome.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018