ბათუმში 4 წლის გოგონა ცემით მოკლეს

ბათუმში 4 წლის გოგონა ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა.

გოგონას ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, არც მოკლული ბავშვი და არც მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უკვე უტარდება, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018