გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.

მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018