გურამ დონაძე პროკურატურაში ჩივის – “გიორგი მშვენიერაძეს არ ვაშანტაჟებ”

გურამ დონაძე სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მისი თქმით, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, გიორგი მშვენიერაძეს პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნებით აშანტაჟებს.

გურამ დონაძემ შესაბამის უწყებებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

„ეს არის ოფიციალური გვერდი, რომელსაც უდევს სამთავრობო გაპიარების ამბები, დეპუტატების ნიუსები და ა.შ. და პირველ ნიუსად ერთი საათის წინ გამოჩნდა, რომ თითქოს, მე გამაჩნია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და მე ამით მას ვაშანტაჟებ. სასწრაფო წესით, რაც ვიმოქმედე არის ის, რომ ჩავაყენე საქმის კურსში პროკურატურა, შსს და პასუხი უნდა აგონ ასეთი Fake News-ების გამკეთებლებმა და ერთხელ და სამუდამოდ, ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები,“ – განაცხადა გურამ დონაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018