დავით ჭიჭინაძე – ”ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება.
როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა.
„დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბრალებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, – ამბობს პარლამენტარი.
მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური ზრდის“ ხარჯზე ხდება მთლიანად ეკონომიკის წინსვლა.
„ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება და მოდით, ასე ვილაპარაკოთ, რომ ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება. ისტორიულად, ადამიანებს, ვინც აქ ჩამოდიოდა, ყველას ჰყავდა დამხვედრი და მასპინძელი. ჩვენ, ქართველები, აქაური მაცხოვრებლები ბუნებით ვართ მომხიბლავი ადამიანები და ყველას უხარია საქართველოში ჩამოსვლა. შემდეგ ისინი უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ამის ხარჯზე იზრდება ტურიზმი“, – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
2018 წლის 5 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1,036 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018