დავით ჭიჭინაძე – ”წულუკიანი სჯობს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე”

დავით ჭიჭინაძისთვის მიუღებელია თეა წულუკიანის მიერ ორი დღის წინ, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები.

„პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა. უმჯობესია, ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018