“დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ვინც ზვიად კუპრავაზე იძალადა” – ზაზა სარალიძე გენინსპექციაში მივიდა

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ამ წუთებში შევიდა. სარალიძის ინფორმაციით, მან გენინსპექციაში გუშინ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

სარალიძის განცხადებით მან გენინსპექციას თავად მიმართა. მისი ინფორმაციით, გუშინ სასამართლოში სამართალდამცველთა მხრიდან მოხდა გარკვეული გადაცდომები და პოლიციელებმა იძალადეს კუპრავასა და მის თანმხლებ პირებზე. სარალიძე მოითხოვს დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა.

პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ პირს მოსამართლემ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018