დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა –  საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დილის 8 საათისთვის იგრძნობოდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა მოხდა ღამითაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 28 კილომეტრში, აზერბაიჯანში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018