„ევროპული საქართველო“ დღეს აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

“ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
“ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში“, – აცხადებს ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018